რამდენიმე საათში საქართველოში ევროპის საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელის თვითმფრინავი დაეშვება. კრისტიან დანიელსონი შარლ მიშელმა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მედიაციისთვის გამოაგზავნა.
შარლ მიშელის წარმომადგენლის საქართველოში გამოგზავნა მძლავრი სიგნალი ხელისუფლებისადმი, რომ შედგეს მოლაპარაკება: კალოიანი
ვახტანგ კალოიანი აღნიშნავს, რომ ოპოზიცია და კონკრეტულად "ევროპული საქართველო" მზადაა, რიგგარეშე არჩევნებამდე ყოველგვარი გართულების გარეშე მივიდეს.
ამ ფაქტს ქვეყნის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც გამოეხმაურა და თქვა, რომ ეს ძლიერი ნიშანია, რომ ევროპა სტაბილურობისა და დემოკრატიულობისთვის მუშაობას განაგრძობს.
