LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროსაბჭოს პრეზიდენტი დღეს საქართველოში ოფიციალურ შეხვედრებს გამართავს

103
Charles

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოში იმყოფება. შარლ მიშელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დახვდა.

დღეიდან ევროსაბჭოს პრეზიდენტი ოფიციალურ შეხვედრებს იწყებს. შარლ მიშელი საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარესა და პოლიტიკური პარტიების ლიდერებს შეხვდება.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ეწვევა საოკუპაციო ხაზს და დაესწრება ევროკავშირის წარმომადგენლობის ახალი ოფისის გახსნას. შარლ მიშელი საქართველოს 2 მარტს დატოვებს.

magti 5g