LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროსაბჭოს სადამკვირვებლო მისია: ეს არჩევნები ადგილობრივი დემოკრატიისთვის გაშვებული შესაძლებლობა იყო

129
F539A307-1507-4C9F-94CC-8C7D3263AC88

ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის სადამკვირვებლო მისიამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები შეაჯამა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ დელეგაციის ხელმძღანელმა დევიდ ირეიმ ხაზი გაუსვა „ექსტრემალურად პოლარიზებულ პოლიტიკურ გარემოს“, რომელიც გადაიზარდა ვერბალურ აგრესიაში, სიძულვილის ენასა და სოციალურ ქსელებში ყალბი ამბების გავრცელებაში წინასაარჩევნო კამპანიის დროს.

„ამ პოლარიზაციამ გამოიწვია ადგილობრივი დემოკრატიის პარალიზება, რომელიც საერთო ეროვნული პოლიტიკური სიტუაციის ქვეშ ტყვედ იყო მოქცეული. ამ ფონზე, არჩევნები ადგილობრივი დემოკრატიისთვის გაშვებული შესაძლებლობა იყო“, – განაცხადა დევიდ ირეიმ.

დელეგაციის განცხადებით, მთლიანობაში არათანაბარი სათამაშო პირობები, ამომრჩეველზე ზეწოლისა და ხმების ყიდვის შემთხვევები იყო არჩენვების ის დამატებითი მახასიათებლები, რომელმაც კონგრესის დელეგაციის შეშფოთება გაზარდა.

კონგრესის დელეგაციის განცხადებით, არჩევნების დღე მთიალნობაში იყო მშვიდი, პროცესები წარიმართა წესის შესაბამისად, ორგანიზებულად და გამჭვირვალედ.

მცირე შეუსაბამობების გარდა, რომლებიც შეინიშნებოდა ხმის მიცემის ჯიხურებსა და მარკირებასთან დააკავშირებით, თუმცა პროცედურების დროს მნიშვნელოვანი დარღვევები არ გამოვლენილა.

ურბანულ ადგილებში, უმეტესად თბილისში კი, ზოგიერთი უბანი ზედმეტად მცირე იყო ადგილზე წარმოდგენილი კომისიებისა და დამკვირვებლების რაოდენობისთვის, რაც უბნების გადატვირთულობას იწვევდა.

ეს კი რიგ შემთხვევებში იწვევდა გაუგებრობას მომუშავე პერსონალის უფლებებს შორის.

„დამკვირვებელთა ნაწილმა ასევე დააფიქსირა ახალი რეგულაციის დარღვევაც, რომელიც ეხებოდა უბნის გარეთ 100-მეტრიანი პერიმეტრის დაცვას“, – ნათქვამია განცხადებაში.

კონგრესის სადამკვირვებლო მისიის განცხადებით, ახალ რეგულაციებით უზრუნველყოფილი უნდა ყოფილიყო ქალთა მეტი წარმომადგენლობაც, რადგან კანონმდებლობა მოითხოვდა სიის სამ წევრს შორის ერთი განსხვავებული სქესის წევრის ყოფნას.

„თუმცა, უმეტესად ქალები იყვნენ სიის მესამე, მეექვსე, მეცხრე ნომრები, რაც მათ ნაკლებ შანსს აძლევდა კაც პოლიტიკოსებთან შედარებით. „ეს ჩვენი აზრით, წინააღმდეგობაში მოდიოდა ამ კანონის სულისკვეთებასთან“, – განაცხადა დევიდ ერეიმ.

mazda magti 5g