Facebook-ის ადმინისტრაცია წაშლის გვერდებს, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის გამო თვითიზოლაციის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებს მიეძღვნება. ამის შესახებ CNN წერს.  სოციალური ქსელიდან უკვე წაიშალა ანონსები კალიფორნიაში, ნებრასკასა და ნიუ-ჯერსიში მასობრივი აქციების შესახებ.

კომპანიის წარმომადგენლები განმარტავენ, რომ იმ ანტისახელისუფლებო აქციაზე, რომლის ორგანიზატორები დისტანციის აუცილებლობაზე გაამახვილებენ ყურადღებას, ცენზურა არ გავრცელდება.

”ფეისბუქმა გასულ კვირას მიაღწია მოეპოვებინა ინფორმაცია ნებრასკის სოციალური დისტანციის შეზღუდვებზე. გუბერნატორის თანამშრომლები უკვე საჯაროდ აწვდიან ინფორმაციას ნებრასკის 10-კაციან ლიმიტსა და სამედიცინო ზომების შესახებ”, – წერს CNN.

გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ში გასულ კვირას გამართა ყველის ფესტივალი, სადაც ასობით მოქალაეების თავშეყრა მოხდა. სპეციალისტების განმარტებით, ფაქტი ვირუსის გავრცელების რისკად ჩაითვალა. რაც შეეხება აშშ-ში კორონავირუსის შედეგებს, ამ დროისათვის არსებული ბოლო მონაცემებით, COVID-19-ით დაავადებულია 792 938 ადამიანი. გარდაცვლილია 42 516 პაციენტი, ხოლო 72 389 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

ლიკა შამათავა
ავტორი

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05