LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფადი ასლი – თუ 2022 წელს მშპ ერთ სულ მოსახლეზე 5 500 დოლარს მიაღწევს, გპირდებით, რუსთაველის გამზირზე შიშველი ვივლი!

516
1

ბიზნესმენი ფადი ასლი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმიანება და სოციალურ ქსელში, სახალისო დაპირებით, პოსტს ავრცელებს.

ფადი ასლი საკუთარი სტატუსით პრემიერის იმ განცხადებას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე 2022 წელს 5500 დოლარს მიაღწევს.

ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებული მშპ 5500 დოლარს გადააჭარბებს, რაც არის ისტორიული მაქსიმუმი – პრემიერი

როგორც ბიზნესმენი წერს, პირობას დებს, რომ თუ ეს ნამდვილად მოხდება, რუთაველის გამზირზე შიშველი ივლის:

“2013-2020 წლებში ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის ზრდა დოლარში იყო ნულოვანი პროცენტი და ახლა მხოლოდ ერთ წელიწადში პრემიერი 15%-ით გაზრდის?

თუ მშპ ერთ სულ მოსახლეზე 2022 წელს 5 500 დოლარს მიაღწევს, გპირდებით, რომ შიშველი ვივლი რუთაველის გამზირზე!” – წერს ფადი ასლი “ფეისბუქში”.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები