LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2024 წლის იანვარში საქართველოში მთლიანი შიდა პროდუქტი 5.8%-ით გაიზარდა

140
მშპ

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის იანვარში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 5.8% შეადგინა.

ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს შემდეგმა დარგებმა: მშენებლობა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია. ხოლო კლების ტენდენცია დაფიქსირდა ვაჭრობის, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობებისა და დამმუშავებელი მრეწველობის სექტორებში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები