ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, „ფაიზერთან“ მოლაპარაკებების პირველი ეტაპი დასრულებულია და მუშაობა მეორე ეტაპზე მიმდინარეობს.
გაბუნიას თქმით, დამატებითი დეტალები მიმდინარე მოლაპარაკებების გაუთქმელობის ხელშეკრულების ნაწილია, შესაბამისად მასზე ვერ ისაუბრებენ.
„ფაიზერთან“ მუშაობის პირველი ეტაპი დასრულებულია. მეორე ეტაპზე მუშაობა მიმდინარეობს. ჩვენ მოკლე ხანში გვექნება იმის საშუალება, რომ უკვე ზუსტი ვადები გაგაცნოთ.
დეტალები არის გაუთქმელობის ხელშეკრულები ნაწილი, ამიტომ ჯერჯერობით ჩვენ ამაზე საუბრის შესაძლებლობა არ ვაქვს. როგორც კი გვექნება ეს ეტაპები დასრულებული, რა თქმა უნდა გაგიზიარებთ“, – განაცხადა გაბუინიამ.
კომპანია “ფაიზერი”: საქართველო ვაქცინის მილიონ დოზას მიიღებს