LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფარცხისი-მანგლისის გზის მონაკვეთზე 17 ოქტომბერს ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება

80
12

ფარცხისი-მანგლისის საავტომობილო გზის მონაკვეთზე 17 ოქტომბერს ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი ცნობით, შეზღუდვა 09:00საათიდან 18:00 საათამდე გაგრძელდება.

ავტოტრანსპორტის მოძრაობის აკრძალვის მიზეზი „საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის“ ეგიდით დაგეგმილი, აღმართის დაძლევაში საქართველოს ჩემპიონატის მესამე ეტაპია.

„აღნიშნული დროის შუალედში საავტომობილო გზა პერიოდულად გაიხსნება“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.