LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ფეისბუქი“ და „ვოტსაპი“ შეფერხებით მუშაობს

331
WhatsApp-Share-Data-Facebook-UK-932113

სოციალური ქსელები შეფერხებით მუშაობს. საუაბრია “ფეისბუქსა” და “ვოტსაპზე”. როგორც მომხმარებლები იუწყებიან, ზოგიერთ პოსტზე ფოტო არ ჩანს, მაგრამ გვერდის ჩატვირთვა მაინც შესაძლებელია. რაც შეეხება “ვოტსაპს”, სამესიჯო აპლიკაციაში მომხმარებლებს ფაილების გაგზავნის პრობლემა აქვთ.

მონიტორინგის ვებგვერდ Down Detector-ის ცნობით, შეფერხება მთელ მსოფლიოში ფიქსირდება, თუმცა ხარვეზი ყველაზე მძიმედ შეეხოთ მომხმარებლებს აშშ-ში, იაპონიასა და ევროპაში, მათ შორის საქართველოშიც.

პრობლემასთან დაკავშირებით, „ფეისბუქს“ კომენტარი ამ დრომდე არ გაუვრცელებია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები