LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფეისბუქი გაითიშა – შეფერხებულია სხვა სოციალური ქსელების მუშაობაც

786
maxresdefault

“ფეისბუქი” მსოფლიოს მასშტაბით გაითიშა. ამის შესახებ მომხმარებლები სხვადასხვა ონლაინ ჩათებში და ტვიტერზე წერენ. გათიშულია ინსტაგრამიც, რომელიც ფეისბუქის საკუთრებაშია. პრობლემები აქვს ვოთსაფსაც.

ერთერთი ვებ-საიტი downdetectoruk წერს, რომ სოციალურ ქსელში პრობლემები დილის 8 საათიდან შეიმჩნეოდა.

უცნობია როდის აღდგება ყველაზე ცნობილი და პოპულარული სოციალური ქსელის პლატფორმა.

აღსანიშნავია, რომ „ფეისბუქის“ აქციონერები კომპანიის დამფუძნებლის მარკ ცუკერბერგის დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელის თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვენ. „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, აქციონერთა ნაწილი ამ მოთხოვნას აყენებს აქციონერთა ყოველწლიური შეკრების წინ, რომელიც 30 მაისისთვის არის დაგეგმილი.

აქციონერები აცხადებენ, რომ კომპანიის ხელმძღვანელობის მთელი რიგი შეცდომების გამო, კომპანიამ 2018 წლის ივლისიდან შეფასებითი ღირებულების 40 % დაკარგა. განცხადების ავტორები ამ დანაკარგისთვის პასუხისმგებლობას უშუალოდ მარკ ცუკერბერგს აკისრებენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები