LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ფეისბუქს” ძალიან მკაფიო ინფორმაცია აქვს, თუ ვინ დგას ამ სქემის უკან” – მიხეილ ბენიძე “პანდას” პასუხობს

169
BeFunky-collage (2)

ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ „ფეისბუქის“ მიერ ყალბ ანგარიშებთან დაკავშირებული განცხადების შესწავლით დაინტერესდა და სოციალურ ქსელს საკითხის შესწავლის თხოვნით მიმართა. ორგანიზაციამ აღნიშნულ თემაზე ვრცელი კვლევა მოამზადა. „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ბენიძე აცხადებს, რომ „ფეისბუქთან“ კომუნიკაცია ჰქონდათ და მათგან კონკრეტული პასუხები მიიღეს.

“ფეისბუქზე” რა ხდება, ყველაზე კარგად თავად “ფეისბუქმა” იცის. ისინი დაინტერესდნენ, შეხედეს ამ სქემას, გამოავლინეს და ნახეს, რომ კონკრეტული კავშირებია. ჩვენ როდესაც “ფეისბუქთან” კომუნიკაცია გვქონდა, ისინი დაგვიკავშირდნენ და გვესაუბრნენ სწორედ მათ მიერ გატარებულ ამ კონკრეტულ ზომებზე.

ერთ-ერთი კითხვა, რაც დავუსვით, სწორედ ხელისუფლების ჩართულობასთან დაკავშირებით იყო. მათ თქვეს, რომ ძალიან ფრთხილად ეკიდებიან იმას, რასაც ამბობენ, და იმ შემთხვევაში ამბობენ, თუ ვინ დგას ამ სქემის უკან, როცა კონკრეტული, ძალიან მკაფიო ინფორმაცია აქვთ.”- განაცხადა მიხეილ ბენიძემ.

შეგახსენებთ, რომ სარეკლამო კომპანია „პანდამ“,გავრცელებულ ვიდეოში „ქართულ ოცნებასთან“ კავშირი უარყო. თუმცა „ფეისბუქის“ განცხადებიდან ვგებულობთ, რომ არაავთენტურ გვერდებს სწორედ „პანდადან“ და „ქართული ოცნებიდან“ მართავდნენ.

“რა მოხდა სინამდვილეში?” – “პანდა” ბრალდებებს ვიდეოთი პასუხობს (ვიდეო)

 

პოპულალურები