LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფეხბურთის მეფეს 80 წელი შეუსრულდა: რას ნიშნავს და რატომ შეარქვეს პელე

999
pele

ლეგენდარულ ბრაზილიელ ფეხბურთელს, პელეს დღეს 80 წელი შეუსრულდა.

„ფეხბურთის მეფე“ 1940 წლის 23 ოქტომბერს დაიბადა. ფეხბურთის თამაში მან ადრეულ ასაკში დაიწყო და 7 წლის უკვე ადგილობრივ საბავშვო კლუბში თამაშობდა, 16 წლის იყო, როდესაც ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში ჩაირიცხა.

პელე ბრაზილიაში მინას-ჟერაისის შტატშის ქალაქ ტრეშ-კორასოინსში დაიბადა. მამა კლუბ “ფლუმინენსეს” ფეხბურთელი დონდინიუ იყო, ხოლო დედა – დონა სელესტე არანტესი. ორ დედმამიშვილს შორის პელე უფროსი იყო. მას სახელი ამერიკელი გამომგონებლის, ტომას ედისონის პატივსაცემად უწოდეს.

მშობლებმა გადაწყვიტეს სახელიდან ასო „ი“ ამოეღოთ და ეწოდათ „ედსონ“. მიუხედავად ამისა, დაბადების მოწმობაში შეცდომა გაიპარა და ბევრ დოკუმენტში პელე მაინც სახელით „ედსონ“ მოიხსენიებოდა.

ოჯახში მას დიკოს მეტსახელით მოიხსენიებდნენ. მეტსახელი პელე მან სკოლის წლებში შეიძინა, რისი მიზეზიც, სავარაუდოდ, მის მიერ ვასკო და გამას მეკარე ბილეს სახელის დამახინჯებული წარმოთქმა იყო.

 

პელე ავტოგრაფიაში წერს, რომ არც მას და არც მის ძველ მეგობრებს წარმოდგენა არ აქვთ თუ რას ნიშნავს ეს სიტყვა. პორტუგალიურ ენაზე ეს სიტყვა არაფერს ნიშნავს. ამ სიტყვის წარმოშობის კიდევ ერთი ვერსია ირლანდიელ მღვდელს უკავშირდება, რომელიც იმ ადგილებში მუშაობდა, სადაც ფეხბურთელი გაიზარდა. როდესაც მღვდელმა პელეს თამაში იხილა, წამოიყვირა სიტყვები „…Ag imirt peile“, რაც ირლანდიურად ფეხბურთის თამაშს ნიშნავს.

პელე სან-პაულუს შტატის ქალაქ ბაურუში სიღარიბეში გაიზარდა. ფულს ჩაის მაღაზიებში მოსამსახურედ მუშაობით გამოიმუშავებდა.

საფეხბურთო კარიერა პელემ 1977 წელს დაასრულა. ის მსოფლიოს სამგზის ჩემპიონია, გატანილი 1281 გოლით კი მსოფლიოს აბსოლუტურ რეკორდსმენად მიიჩნევა.

FIFA-მ პელე მსოფლიოს უდიდეს ფეხბურთელად, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა კი მსოფლიოს უდიდეს სპორტსმენად აღიარა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები