LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფესტივალ „ექოვეივსის“ ტერიტორიაზე ქურდობისა და ნარკოდანაშაულისთვის 16 პირია დაკავებული

142
Echowaves-2019-Lineup

ანაკლიაში, ფესტივალ „ექოვეივსის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, სხვადასხვა დანაშაულისთვის 16 პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

13 პირი ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის, ხოლო სამი – ქურდობის ბრალდებით არის დაკავებული. ამოღებულია დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება. ასევე, ნაქურდალი ნივთები.

გამოძიება დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვისა და ქურდობის ფაქტებზე მიმდინარეობს.

დაკავებული ახალგაზრდების მეგობრებმა სოციალურ ქსელში ჯგუფი “For Guga/For Giorgi/For Tako” შექმნეს. ისინი მეგობრების დასახმარებლად ერთიანდებიან და აცხადებენ, რომ უსამართლო და სამარცხვინო ნარკოპოლიტიკას საუკეთესო ადამიანები და მათი ოჯახის წევრები ეწირებიან. მათი ინფორმაციით, ფესტივალზე მინიმუმ 50 ადამიანი დააკავეს.

“რამდენადაც ვიცი ფესტივალზე დააკავეს მინიმუმ 50 ადამიანი და ზუგდიდისა და ფოთის იზოლატორები არის გადავსებული. მათ შორის არიან ჩემი მეგობრები, რომლებსაც თავისუფლების სანაცვლოდ თხოვენ 7000 ლარს და 5 წელს პირობით სასჯელს. თუ თქვენი მეგობრებიც არიან დაკავებულებს შორის, შეგვიძლია დავეხმაროთ მინიმუმ იმით, რომ ფოთში მივაწოდოთ საკვები, სასმელი და სიგარეტი. ასევე გვაქვს ადვოკატების კონტაქტი ფოთსა და ზუგდიდში,”- წერს ჯგუფის ერთ-ერთი წევრი მაგდა ქაჯაია.

როგორც “ფორტუნას” შს სამინისტროში განუცხადეს, ოფიციალური მონაცემებით ფესტივალზე მხოლოდ 16 ადამიანია დაკავებული.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები