ქართული ოცნების ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შექმნის იდეასა და ზოგადად განათლების სფეროზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ განათლება უმოკლესი გზაა თავისუფლებისაკენ.

როგორც ივანიშვილი ამბობს, პირველად საქართველოს განათლებით მაშინ დაინტერესდა, როცა მოსკოვში ასპირანტურაში სწავლობდა.

“ფიზიკა-მათემატიკაში ვამზადებდი აბიტურიენტებს, ამით ვცხოვრობდი, სტიპენდიის გარდა სხვა შემოსავალი არ მქონია.”-აღნიშნავს ივანიშვილი.

განათლების თემაზე ისაუბრა ივანიშვილის მეუღლემ ეკატერინა ხვედელიძემ და აღნიშნა, რომ მათ 1991 წლიდან დაიწყეს წვლილის შეატანა განათლების სფეროში, რაც გულისხმობდა ბავშვების საზღვარგარეთ გაგზავნას.

მათ ისიც დააანონსეს, რომ ქუთაისში ახალ უნივერსიტეტთან ერთად სტუდქალაქიც აშენდება-საგართობი და სამეცნიერო ცენტრი ერთად იქნება.

“ეს იქნება სახელმწიფო უნივერსიტეტი, გადაეცემა სახელმწიფოს”.

ივანიშვილის თქმით, 2021 წლიდა ბიუჯეტის 25 პროცენტი განათლებაზე დაიხარჯება.

ბიძინა ივანიშვილის და ეკატერინა ხვედელიძის ინტერვიუ

ბიძინა ივანიშვილის და ეკატერინა ხვედელიძის ინტერვიუ.ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი- ადგილი, სადაც ცოდნა ქმნის მომავალს!

Posted by ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი / Kutaisi International University on შაბათი, 09 ნოემბერი, 2019

სოფო ნამორაძე
ავტორი

მსგავსი თემები