LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფხაკაძე: ვინც აცრილი არ ხართ, 90%, ყველა დაინფიცირდებით – მოგწონთ ეს თუ არა, თქვენი პრობლემაა, ცივი წყალი დალიეთ

2893
1

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივნის და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის მრჩეველი, გიორგი ფხაკაძე აცხადებს, რომ საქართველოში, თებერვლის შუა რიცხვებამდე, ვინც არ არის აცრილი, ყველა, 90 % დაინფიცირდება.

ფხაკაძე ამის შესახებ მორიგ ფეისბუქმიმართვაში საუბრობს და ამბობს, რომ ეს რეალობაა.

ჯანდაცვის ექსპერტი ასევე განმარტავს, თუ ვინ და რომელი ვაქცინებით აცრილი ითვლება ვაქცინირებულად და აქედან გამომდინარე, ვინ არის “ომიკრონის” შტამისგან დაცული:

“პრაქტიკულად, ყველა გადაიტანთ ომიკრონს. დაცულობა რა არის? ანუ გამოსავალი? – ჩემთვის აცრილი არის ადამიანი, რომელიც სამჯერ არის აცრილი “ფაიზერის” ვაქცინით, წერტილი!

სამჯერ ვინც ხართ “ფაიზერით” აცრილები, თქვენ ხართ აცრილები, დანარჩენები – ერთხელ აცრილები, ორჯერ აცრილები, სამჯერ აცრილები ჩინურით, კოვიდგადატანილები და შემდეგ აცრილები – ეს ყველაფერი არის ზღაპრები, რომლებსაც ბავშვებს ძილის წინ უყვებიან. თქვენ არ ხართ აცრილები, ეს კარგად შეიგნეთ!

ამიტომ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ:

თუ თქვენ გადაიტანეთ კოვიდი და თქვენ არ ხართ აცრილი – თქვენ არ ხართ დაცული;

თუ თქვენ ხართ აცრილი ჩინური ვაქცინით ერთი, ორი, ან სამი დოზით – თქვენ არ ხართ დაცული;

თუ თქვენ ხართ ვაქცინირებული “ასტრაზენეკას” ვაქცინით ორჯერ – თქვენ არ ხართ დაცული;

თუ თქვენ ხართ ვაქცინირებული “ფაიზერით” ორჯერ – თქვენ არ ხართ დაცული.

დაცულები ხართ მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, თუ თქვენ გაქვთ “ფაიზერის” სამი ვაქცინა გაკეთებული, ვინც არ იქნებით “ფაიზერის” სამი დოზით აცრილები, თქვენ ხართ არააცრილები.

მე ვფიქრობ თებერვლის შუა რიცხვებამდე, ვინც არ ხართ აცრილები, საქართველოში 90 % ყველა დაინფიცირდებით, მოგწონთ ეს თუ არა, თქვენი პრობლემაა, ცივი წყალი დალიეთ, საქართველოში კარგი წყალია. ეს არის რეალობა”, – ამბობს ფხაკაძე.

პოპულალურები