LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”ფორდის” ახალი ცენტრი თბილისში

1661

”ფორდის” ცენტრმა თბილისში დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ -ში განახლებული ავტოსალონი გახსნა.

როგორც ”ჯითი მოტორსის” გენერალურმა დირექტორმა თემურ უსტიაშვილმა აღნიშნა, კომპანიამ ”ფორდის” ცენტრის გასახსნელად 7 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა და 5 700 კვადრატულ მეტრზე განთავსებული შენობა თანამედროვე ტექნოლოგიებით და უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად მოეწყო.

”ავტოსალონში წარმოდგენილი სამოდელო რიგი იქნება როგორც ევროპული, ასევე ამერიკული. გვეყოლება სპეციალური სპორტული მოდელები, ასევე კომერციული ხაზი და, რა თქმა უნდა, პიკაპები, რომლებიც ”ფორდის” ფლაგმანია. ცენტრის გახსნაზე წარმოვადგინეთ უახლესი, ”ფორდ მონდეოს” ბაზაზე აგებული, ვინეალე სეგმენტის მოდელი და მალე ჩვენს ცენტრში ვინეალე სეგმენტის სხვა მოდელებიც იქნება წარმოდგენილი”, – განაცხადა თემურ უსტიაშვილმა.

”ჯითი მოტორსის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი გველესიანის თქმით კი, ”ფორდის” ახლადგახსნილ ცენტრს პოსტსაბჭოთა სივრცეში ანალოგი არ ჰყავს და ის ”ფორდის” მოთხოვნებს და ევროპულ სტანდარტებს სრულად შეესაბამება. მისივე ინფორმაციით, ცენტრში რამდენიმე ასეული ადამიანია დასაქმებული.

განახლებული ავტოცენტრი „ფორდის” ევროპის რეგიონულმა დირექტორმა ფაბრიციო ფალტონიმ და თბილისში ცენტრის დირექტორმა თემურ უსტიაშვილმა, დედაქალაქის მერ დავით ნარმანიასთან და ვიცე ვიცე-პრემიერ კახა კალაძესთან ერთად გახსნეს. ღონისძიებას ევროპის 30 სხვადასხვა ქვეყნის ”ფორდის” წარმომადგენლობების გენერალური დირექტორებიც ესწრებოდნენ.

”ფორდის” გლობალური იმპორტიორი საქართველოში კომპანია ”ჯი თი მოტორსია”, რომელიც 2007  წლის   14   მარტს   დაარსდა  ”ჯი თი გრუფის” მიერ  და   მისი   საქმიანობის   ძირითადი მიმართულებაა   ავტომობილებითა   და   სათადარიგო   ნაწილებით   ვაჭრობა და სერვისი.

”ჯი თი მოტორსი”   ”ფორდის” დისტრიბუციას 2008  წლიდან ახორციელებს.  ევროპული   და   ამერიკული   წარმოების  ”ფორდის”    სამოდელო   გამა  საკმაოდ   დიდი   და   მრავალფეროვანია.   შესაბამისად, მომხმარებლებმა   შეიძლება   შეიძინონ,   როგორც   მსუბუქი, წარმომადგენლობითი, უგზოობის და სხვა ტიპის ავტომობილები, ასევე კომერციული   ტრანსპორტი.   ევროპული   წარმოების   ავტომობილებზე ვრცელდება 2 წლიანი გარანტია გარბენის შეუზღუდავად, ხოლო ამერიკული წარმოების მოდელებზე კი 3 წელი, ან 100 ათასი კილომეტრი  გარბენი. ამავდროულად   აღსანიშნავია,  რომ   გარანტია   ვრცელდება   არა  მხოლოდ ძრავზე და გადაცემათა კოლოფზე,  არამედ სავალ ნაწილზეც და თითქმის ყველა   კვანძზე,   რომელიც   უზრუნველყოფს   ავტომობილის   გამართულობას  . ცენტრში   შეძენილ   და   დამონტაჟებულ   ნებისმიერ   დეტალზეც   ერთწლიანი გარანტია ვრცელდება.

2009   წლიდან   კომპანია  ”ჯი თი მოტორსი” მიკროავტობუსებზე   და კომერციულ   ტრანსპორტზე   ქარხნული   წესით   აწარმოებს   მაცივარ-დანადგარების დამონტაჟებას. კომპანია მაქსიმალურად ცდილობს , ხელი შეუწყოს  თავის  მუდმივ კლიენტებს   და   მათ   მაღალი   ხარისხის   სათადარიგო   დეტალებსა   და სერვისსაც სთავაზობს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g