ლოს-ანჯელესში, „მაიკროსოფტის თეატრში“ 2020 წლის American Music Awards-ის დაჯილდოება გაიმართა. ყველაზე მეტი, 3-3 ჯილდო ტეილორ სვიფტმა ,The Weeknd-მა და პოპ დუეტმა Dan + Shay მიიღეს. აღსანიშნავია, რომ ამ ჯილდოთი ტელორ სვიფტმა რეკორდსმენი არტისტის სტატუსის შენარჩუნება კვლავ შეძლო. მას ახლა 32 ჯილდო აქვს.
მიუხედავად იმისა, რომ ცერემონია პანდემიის გამო შეზღუდვებით მიმდინარეობდა და სოციალური დისტანციის დაცვა აუცილებელი იყო, ვარსკვლავებმა წითელ ხალიჩაზე გავლა მაინც მოახერხეს და საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი ტანისამოსით მოიწონეს თავი.
გთავაზობთ 2020 წლის American Music Awards-ის დღის ყველაზე კაშკაშა „ლუქებს“
კაშკაშა და ყველაზე დასამახსოვრებელ ვარსკვლავებში რა თქმა უნდა, 51 წლის ჯენიფერ ლოპესი ლიდერობდა, მან „ბალმეინის“ ვერცხლისფერი კაბა მოირგო.
დუა ლიპას ზღვის ვარსკვლავის პრინტიანი კაბა ეცვა
ბიბი რექსამ ჯულია მაკდონალდსის კლასიკური კაბა ჩაიცვა
მეგან ფოქსი და მისი ახალი გულისწორი, კოლსოსნ ბეიკერი საღამოზე ერთად მივიდნენ, ფოქსს მწვანე, ავანგარდული სტილის კაბა ეცვა
სიარა საღამოზე სტიუარტ ვაიტსმენის კაბით ბრწყინავდა
გამარჯვებული The Weeknd საზოგადოების წინაშე უკანასკნელი ალბომის, After Hours იმიჯით წარდგა და წითელ ხალიჩაზე ნაცემი სახით გამოჩნდა. მას თავზე სახვევები ეკეთა და თვალები ჰქონდა ჩალურჯებული.