LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: 78 წლის ჰარისონ ფორდი საშობაო შოპინგზე გამოჩნდა

163
harisonford201231

ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ ჰარისონ ფორდი ლეგენდარული ფილმის „ინდიანა ჯონსის“ ბოლო ნაწილში გამოჩნდება. მსახიობმა ოფიციალური დასტური მისცა კინოკომპანიას, რომელიც ამ წუთებში პროექტზე მუშაობს. ამჯერად კი მსახიობი შობისთვის ემზადება და ამის ამსახველი ფოტო გამოცემა „დეილი მეილმა“ გაავრცელა. ჯინსებსა და ნაცრისფერ პერანგში გამოწყობილი მსახიობი საჩუქრებით ხელში სანტა-მონიკას ქუჩებში გადაიღეს.

რაც შეეხება ახალ „ინდიანა ჯონსს“, ფილმს კინოკომპანია „პანვუდ სტუდიო“ გადაიღებს. სტივენ სპილბერგმა ახალი პროექტი ოფიციალურად გადაულოცა 57 წლის რეჟისორს, ჯეიმს მანგოლდს. გადაღებები 21 წლის მაისში დაიწყება და ფილმის ძირითად ნაწილს ინგლისში გადაიღებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები