LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ანუკი არეშიძისა და ნუნუკა თამაზაშვილის ჩაცმულობა ფრიდონ სულაბერიძის საღამოზე

8885
kaladzenews

ლეგენდარული მოცეკვავის და ქორეოგრაფის ფრიდონ სულაბერიძის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილ კონცერტს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. იუბილე ლეგენდარულ მოცეკვავეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა და თბილისის მერმა კახი კალაძემ მიულოცეს. ისინი კონცერტს მეუღლეებთან, ნუნუკა თამაზაშვილთან და ანუკი არეშიძესთან ერთად დაესწრნენ.

როგორც ყოველთვის, დამსწრეთა ყურადღება კახი კალაძისა და ირაკლი ღარიბაშვილის მეორე ნახევრებმა საკუთარი ჩაცმულობით მიიქციეს. დიზაინერი ანუკი არეშიძე დიდი ზომის, ე.წ. ოვერსაიზ პიჯაკითა და შარვლით გამოჩნდა, ანსამბლი, რომელიც ჟილეტსაც მოიცავდა, ნაცრისფერი გახლდათ, ხოლო ნუნუკა თამაზაშვილმა არჩევანი სრულიად შავ ფერზე შეაჩერა და ულამაზესი, ტანზე მომდგარი ხავერდის პიჯაკი მოიხდინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g