LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ბენ აფლეკმა საცოლე დედას გააცნო

248
benaflacknewsss

ბენ აფლეკმა ახალი რჩეული ანა დე არმასი დედას, კრისტინს გააცნო. ამის ამსახველი ფოტოები პაპარაცებმა ლოს-ანჯელესში გადაიღეს, როდესაც წყვილი პირადი ვერტმფრენიდან ჩამოდიოდა. ბენსა და ანას თან ახლდა აფლეკის დედა, კრისტინი, რომელიც ამ დრომდე უშედეგოდ ცდილობდა აფლეკისა და ჯენიფერ გარნერის შერიგებას.

ცოტა ხნის წინ აფლეკმა თავისი რჩეული ქალიშვილს, ვიოლეტსაც გააცნო. ფოტოგრაფებმა ოჯახი სასურსათო მაღაზიასთან გადაიღეს. შეგახსენებთ, რომ  47 წლის აფლეკისა და 32 წლის არმასის რომანი რამდენიმე თვის წინ დაიწყო და უკვე სერიოზულ ურთიერთობაში გადაიზარდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები