მუსიკოსი, დათო ევგენიძე, რომელმაც ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია თურქეთში გაიკეთა, კლინიკიდან გამოწერეს.
ამის შესახებ ინფორმაციას სოციალური ქსელის მეშვეობით მისი მეუღლე, ნინო ევგენიძე უზიარებს საზოგადოებას და პოსტს ადგილიდან ფოტოსაც ურთავს.
„გამოგვწერეს“, – წერს მუსიკოსის მეუღლე.
შეგახსენებთ, მუსიკოსი დათო ევგენიძე ღვიძლის გადანერგვის ოპერაციის გასაკეთებლად თურქეთში რამდენიმე კვირის წინ გაემგზავრა. როგორც ევგენიძე სოციალურ ქსელში წერდა, დონორი მისი მეგობარი, მომღერალი გიორგი მახარაშვილია.
„დასრულდა ურთულესი და ძალიან გრძელი ოპერაცია…კარგად არის ყველაფერი” – ლიკა ევგენიძე