LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: კახი კალაძისა და ანუკი არეშიძის რომანტიკული მომენტები თბილისობის დღესასწაულზე

1630
ანუკი და კახი

საპატიო თბილისელების დაჯილდოებაზე ბრწყინავდნენ თბილისის მერ კახი კალაძე და მისი მეუღლე, დიზაინერი ანუკი არეშიძე.

სპეციალურად ამ დღისთვის ანუკიმ სრულიად თეთრი სამოსი შეარჩია, თმა უკან გადაიწია და ნაზი სამკაულები მოირგო.

თბილისობის დღესასწაულზე წყვილი განსაკუთრებულად კარგ ხასიათზე იყო და ცნობილ სახეებს აქტიურად ეკონტაქტებოდა. მათ შორის იყვნენ ნანი ბრეგვაძე, ეკა მამალაძე და ნატალია ქუთათელაძე.

კახი კალაძის ოფიციალურ „ფეისბუქ“-გვერდზე გამოქვეყნდა ღონისძების ამსახველი ფოტოები.

ფოტოგრაფებს ძალიან რომანტიკული კადრები აქვთ დაჭერილი, სადაც კახი და ანუკი ერთმანეთს სიყვარულით უყურებენ, ასევე თბილისის მერი მეუღლეს ხელზე ეხება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები