LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „მე ვარ საქართველო!“ – კახა კალაძის და ანუკი არეშიძის ემოციები ეროვნული ნაკრების გამარჯვების შემდეგ

266
კახა კალაძე

საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორიულმა გამარჯვებამ და ევროპის ჩემპიონატზე გასვლამ მთელი საქართველო კიდევ ერთხელ გააერთიანა.

ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს ღირსების ორდენზე წარადგენენ – „ეს ბიჭები არიან გმირები და გმირებს სჭირდებათ დაფასება“

სოციალურ ქსელში ვრცელდება უამრავი ვიდეო, რომელშიც ჩანს, თუ როგორ ზეიმობდნენ გამარჯვებას მოქალაქეები „დინამო არენასა“ თუ მის გარეთ, ქვეყნის სხვადასხვა ქალაქის ქუჩებში.

საქართველოს ნაკრები რესპუბლიკის მოედანზე გამარჯვებას გულშემატკივართან ერთად ზეიმობს

„დინამო არენაზე“ გადაღებულ კადრებს სოციალურ ქსელში აქვეყნებს თბილისის მერის, კახა კალაძის მეუღლე, დიზაინერი ანუკი არეშიძე. ვიდეო პენალტების სერიის დასრულების შემდეგაა გადაღებული და მასში კახა კალაძის ემოციები ჩანს.

კალაძე: „დღეს ვარ უბედნიერესი ისე, როგორც არასდროს.. სამწუხაროდ, მე არ მომეცა შესაძლებლობა, ევროპის ჩემპიონატზე მეთამაშა“

⚽🎉კახა კალაძის ემოციები საქართველოს ნაკრების გამარჯვების შემდეგ #fortunage ვიდეო: Ekaterine jojua

Posted by Radio Fortuna FM 106,9 on სამშაბათი, 26 მარტი, 2024

შეგახსენებთ, ისტორიაში პირველად, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს – ეროვნულმა ნაკრებმა ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ შეხვედრაში საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებს პენალტების სერიაში 4:2 სძლია და ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები