LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კალაძე: „დღეს ვარ უბედნიერესი ისე, როგორც არასდროს.. სამწუხაროდ, მე არ მომეცა შესაძლებლობა, ევროპის ჩემპიონატზე მეთამაშა“

221
კახა კალაძე

„არ არის უბრალოდ გამარჯვება, ეს არის ისტორია, რომელიც დაიწერა, ნამდვილად. ამისთვის რა,მდენიმე ათეული წელი ვწვალობდით, ვიბრძოდით“, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ საქართველოს ეროვნული ნაკრების მიერ ისტორიული გამარჯვების მოპოვების შემდეგ განაცხადა.

,,ვიცოდი, პენალტს სადაც დაარტყამდა…ჩვენ ოცნება ავიხდინეთ და ისტორია დავწერეთ” – გიორგი მამარდაშვილის პირველი კომენტარი გამარჯვების შემდეგ

„სამწუხაროდ, მე როგორც ფეხბურთელს, არ მომეცა შესაძლებლობა, რომ ჩემს ნაკრებთან ერთად ან ევროპის ჩემპიონატზე მეთამაშა, ან მსოფლიოზე, მაგრამ დღეს ვარ უბედნიერესი ადამიანი, ისე როგორც არასდროს. ამაყი ვარ ბიჭებით, ამაყი ვარ გულშემატკივრით, რომელიც დღეს სტადიონზე იყო, ვინც ვერ მოახერხა, რომელსაც გული დაწყდა, ყველას, ყველას, მიყვარხართ, გილოცავთ და წინ კიდევ უფრო მეტი გამარჯვების სიხარული გვენახოს სრულიად საქართველოს. გამთლიანებული, ძლიერი საქართველო გვენახოს უახლოეს მომავალში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, ისტორიაში პირველად, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს – ეროვნულმა ნაკრებმა ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ შეხვედრაში საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებს პენალტების სერიაში 4:2 სძლია და ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა.

საქართველოს ნაკრები რესპუბლიკის მოედანზე გამარჯვებას გულშემატკივართან ერთად ზეიმობს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები