LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ვიცოდი, პენალტს სადაც დაარტყამდა…ჩვენ ოცნება ავიხდინეთ და ისტორია დავწერეთ” – გიორგი მამარდაშვილის პირველი კომენტარი გამარჯვების შემდეგ

1252
befunky-collage-2024-03-27t020219.111-2024-03-27_02-02-35_611186


საქართველოს ნაკრების მეკარემ გიორგი მამარდაშვილმა ისტორიული გამარჯვების შემდეგ მედიასთან ისაუბრა.

მან გულშემატკივარს დიდი მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ დღევანდელი გამარჯვება მართლაც ისტორიულია.

,,ძა­ლი­ან დიდი მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო გულ­შე­მატ­კივ­რებს. არა მარ­ტო დღეს, არა­მედ მთე­ლი წე­ლი­წად ნა­ხე­ვა­რი გვერ­დში გვიდ­გა­ნან და გვამ­ხნე­ვე­ბენ რაც შე­უძ­ლი­ათ. მათ დიდი დამ­სა­ხუ­რე­ბაა, რომ დღეს აქ ვართ და მი­ხა­რია მათ­თვის, რომ ისი­ნი გა­ვა­ბედ­ნი­ე­რეთ, გა­ვე­დით ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე და ოც­ნე­ბა ავიხ­დი­ნეთ.

ემოციური თამაში იყო, იმიტომ, რომ მინდოდა ეს ხალხი გამეხარებინა. არა მარტო მე არამედ ბიჭებს ყველას გვინდოდა რომ ეს ხალხი გაგვეხარებინა. ისინი იმსახურებენ ამას. გავედით ევროპის ჩემპიონატზე. ჩვენ დავწერეთ ისტორია!…

პირველი პენალტი ვიცოდი სადაც დაარტყამდა, იმიტომ, რომ 4 პენალტი ჰქონდა ზუსტად დარტყმული მაგ კუთხეში, როცა ძალიან სჭირდებოდა გუნდს, ასე რომ ვიცოდი სადაც დაარტყამდა. და ბოლო რომელიც გააფუჭა ისიც ვიცოდი სად დაარტყამდა”, – ამბობს მამარდაშვილი.

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველომ საბერძნეთს პენალტების სერიაში სძლია და ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები