ახლახან გამოქვეყნდა ფოტოები, სადაც 31 დეკემბრის ღამეს საირმის კურორტზე გამართული კონცერტია ასახული. სასტუმროს მთავარ დარბაზში მღეროდნენ ლელა წურწუმია, მაკა ზამბახიძე და ჯგუფი „ნონსტოპი“. მაკა ზამბახიძე კონცერტზე გრძელ შავ კაბაში იყო გამოწყობილი და თავისი სამოსი მკვეთრი აქსესუარით გამოაცოცხლა. მაკას უჩვეულოდ გრძელი საყურე უკეთია, რომელიც ამჟამად საკმაოდ ტრენდული გახლავთ.