შოუბიზნესის ყურადღება კვლავ 51 წლის ჯეი ლოსკენაა მიპყრობილი. დასავლურ მედიაში ინტენსიურად იწერება ლოპესისა და ბენ აფლეკის რომანის შესახებ, რომელიც 17 წლის შემდეგ განახლდა.
თუკი ალექსთან განშორების შემდეგ ჯენიფერი თავს ბედნიერად გრძნობს, ალექსი დროს ქალიშვილებთან ერტად ატარებს და დარდის გაქარვებას ცდილობს. სულ ცოტა ხნის წინ მიტოვებულმა და საქვეყნოდ დამცირებულმა როდრიგესმა „ინსტაგრამზე“ ფოტო გაავრცელა, სადაც 13 და 16 წლის ქალიშვილებთან ერთად კერძებით სავსე მაგიდასთან ზის.