უქმეები 51 წლის ჯენიფერ ლოპესმა და 48 წლის ბენ აფლეკმა სამთო კურორტზე, მონტანაში გაატარეს. 17 წლიანი განშორების შემდეგ ვარსკვლავური წყვილი კვლავ ერთადაა. ჯეი ლომ თავისი ერთადერთი სიყვარული დაიბრუნა. ახლა ის ბედნიერია და ეს შესამჩნევია, მის თითოეულ გამოჩენაში.
ფოტო: რომანტიკული უქმეების შემდეგ ჯეი ლო თვალისმომჭრელად გამოიყურება
რომანტიკული უქმეების შემდეგ ლოპესი საქმიანობას მალევე დაუბრუნდა. ახლა ის მაიამიშია და Coach-ის სარეკლამო კამპანიაში იღებს მონაწილეობას. რეკლამისთვის 51 წლის არტისტმა წითელი, ეფექტური კაბა მოირგო, რომელსაც საკმაოდ მოღებული მკერდი და ჩახსნილი ქვედაბოლო ჰქონდა. ის რეკლამაში ცეკვავადა და ბედნიერებისგან ბრწყინავდა.