LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ნახეთ უჩვეულო ბორბლებიანი სახლი, რომელსაც ავტომობილის ფარეხიც კი აქვს

325
autonew2s2210

Facebook Marketplace-ზე გასაყიდად უჩვეულო ბორბლებიანი სახლი გამოიტანეს. კემპერი 25 წლის სატვირთო International 9200-ს და ტრაილერ Artic Fox-ს აერთიანებს. საერთო კონსტრუქციით გაერთიანებულ ორ ავტომობილს შორის ავტომობილის დასაპარკინგებლად პლატფორმაცაა მოწყობილი. ამ პლატფორმაზე ფურგონის პატრონმა 1988 წლის Suzuki Samurai დააყენა.

უნიკალური „ჰიბრიდული“ სახლის ფასი 26 995 დოლარია. საცხოვრებელი ზონა ყველა აუცილებელი მოწყობილობითაა აღჭურვილი. ტრაილერში არის სამზარეულო ღუმელით და გაზით, აბაზანა ტუალეტით, ასევე საძინებელი ზონა სრული ზომის საწოლით.

ბორბლებიანი სახლი მოძრაობაში დიზელის ძრავ Cummins მოჰყავს და მისი სიმძლავრე უცნობია. სატრანსპორტო საშუალების გარბენი მილიონ კილომეტრს შეადგენს, ფასი კი 26 995 დოლარია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები