LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ნახეთ ულამაზესი სათავგადასავლო გზა, რომელსაც აჭარიდან ბახმარომდე გაივლით

374
125949420-2884204228519185-8661619605108937174-n

ულამაზესი ტურისტული მარშრუტი “ღორჯომი- მთა ლეკნარი-ბახმარო” – მთიანაჭარას ახალი ტურისტული ბილიკი შეემატა.

სათავგადასავლო-სალაშქრო ტურისტული მარშრუტის მარკირება, რომელიც სოფელ ღორჯომიდან იწყება და მთა ლეკნარის გავლით კურორტ ბახმაროზე სრულდება, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ უკვე დაასრულა.

ახალ მარშრუტზე ტურისტებს საშუალება აქვთ სოფელი ღორჯომი, იქ არსებული ულამაზესი ხის ოდები, კასაკდოვანი ჩანჩქერები და ხუთგუმბათოვანი მეჩეთი მოინახულონ, ასევე ესტუმრონ მთა ლეკნარს, საზაფხულო სადგომებსა და კურორტ ბახმაროს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები