LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: პენელოპა კრუსი „შანელის“ კოპლებიან კაბაში ნიუ-იორკის კინოფესტივალზე

757
penelopacruz

,,ვენეციის კინოფესტივალის” ტრიუმფატორი, ,,ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის” წლის მრავალგზის ლაურიატი, პენელოპა კრუსი ამჯერად ნიუ-იორკში იმყოფება. მსახიობმა ნიუ-იორკის კინოფესტივალის დახურვაზე პედრო ალმადოვარის ფილმი „პარალელური დედები“ წარადგინა. ეს სწორედ ის ფილმია, რომელმაც პენელოპას წელს ყველა წამყვანი კინოფესტივალის პრიზი მოუტანა.

პენელოპა კრუსი შანელის შავ-თეთრი ბაბთებით გაწყობილ კაბაში ვენეციის კინოფესტივალზე

ამჯერად პენე ფესტივალის წითელ ხალიჩაზე ბრწყინავდა „შანელის“ კოქტეილის კაბაში. მინი-კაბა მბზინავი დეტალებითა და კოპლებით თითქოს სპეციალურად მისთვის იყო შექმნილი. კაბას, რომელსაც ულამაზესი შლეიფი ამშვენებდა, პენელოპამ ვერცხლისფერი დეტალებით გაფორმებული შავი ფეხსაცმელი შეუხამა.

47 წლის პენელოპა კრუსი იტალიის სანაპიროზე „ვერსაჩეს“ საცურაო კოსტიუმში გამოჩნდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები