პრინცმა ხუან ბაგრატიონმა მეუღლესთან, ქრისტინესა და პატარა ვაჟთან ერთად აღდგომის დღესასწაული სამების ეკლესიაში აღნიშნა.
„გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს! დიდება ღმერთს! მშვიდობა ყოფილიყოს მსოფლიოში“, წერს ქრისტინე და აღდგომის დღესასწაულზე გადაღებულ ფოტოებს უზიარებს სოციალური ქსელის გამომწერებს.
ქრისტინე ბაგრატიონი სოციალურ ქსელში თავისი ვაჟის, ბაგრატ ბაგრატიონის ფოტოს აქვეყნებს
პატარა ხუჭუჭა ბიჭუნა წითელ ჩოხაშია გამოწყობილი და დედიკოსთან ერთად პოზირებს ფოტოკამერის წინ.
მეორე ფოტოზე თავად პრინცი ხუანია გადაღებული, ჩოხოსნებთან და თავის შვილთან ერთად.
ფოტო: იოანე და ქრისტინე ბაგრატიონების ვაჟი ბაგრატი იუბილარია
ქრისტინე ბაგრატიონი: „წელს ბაგრატიმ მომილოცა დაბადების დღე…“