იოანე და ქრისტინე ბაგრატიონების ვაჟი დღეს იუბილარია. პატარა უსაყვარლესი ბიჭუნას ფოტო ბედნიერმა მამამ გამოაქვეყნა და დაწერა: „დაბადების დღეს ვულოცავ ჩემს ძვირფას ვაჟს. უფალმა მოგმადლოს სიყვარულით სავსე ცხოვრება, ბედნიერება და ჯანმრთელობა. უსაზღვროდ გვიყვარხარ…“ პრინცი ბაგრატ ბაგრატიონი ერთი წლის გახდა.