LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: სამეგრელოში სამოდელო საოჯახო სასტუმრო მოეწყო, რომელიც booking.com-სა და Airbnb-ზე განთავსდება

192
ipiccy-image

პროექტ USAID/Zrda-ს ფარგლებში, სამეგრელოში სოფელ დარჩელში, სამოდელო საოჯახო სასტუმრო მოეწყო.

„წარმოგიდგენთ ულამაზეს სანახაობას! USAID/Zrda განაგრძობს სამოდელო საოჯახო ტიპის სასტუმროების მხარდაჭერას და მიმდინარე კამპანიის – „გაატარე ბუტიკური არდადეგები საქართველოში“ ფარგლებში, აქტიურად თანამშრომლობს კომპანიასთან „პარტნიორობა ტურიზმისათვის“. კონკურსის საფუძველზე, Zrda-მ, პროექტის სამიზნე სამეგრელოს რეგიონის სოფელ დარჩელში, კონკრეტული ობიექტი შეარჩია და უსაფრთხოებისა თუ სფეროში დანერგილი სტანდარტების შესაბამისად, აღჭურვა და გაალამაზა“, – აცხადებენ USAID/Zrda-ში.

მათივე ინფორმაციით, იგეგმება აღნიშნული სამოდელო საოჯახო სასტუმროს ისეთ პოპულარულ ციფრულ პლატფორმებზე განთავსება, როგორებიცაა: booking.com, Airbnb და TripAdvisor, რათა მოხდეს მისი პოპულარიზაცია და სეზონზე ტურისტების ნაკადების მოზიდვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები