„შეუსრულებელი მისიის“ გადაღებები დასასრულს მიუახლოვდა. საკულტო ფილმის ახალ ნაწილს ეკრანებზე 2021 წელს ვიხილავთ. გადაღებების მიმდინარეობისას საზოგადოება გადასაღები მოედნიდან გავრცელებულ კადრებს აქტიურად ადევნებდა თვალს. ზოგიერთმა იეჭვა კიდეც, რომ შესაძლოა 58 წლის ტომ კრუზსა და მის კინო-პარტნიორს, 38 წლის ჰეილი ეტველს რომანი ჰქონდეთ.
ახლა კი დასავლური მედიაც აქტიურად წერს ამის შესახებ. „ისინი განუყრელნი არიან, მათ პირველივე დღიდან იდეალურად გაუგეს ერთმანეთს“,- აცხადებს ინსაიდერი.
ამის მიზეზი ისიც გახდა, რომ გადაღებების შემდეგ ტომი და ჰეილი ერთად ვახშმობისას შეამჩნიეს.
აღსანიშნავია, რომ 2012 წლიდან ტომი ჰოლივუდის მარტოხელა მამაკაცის ტიტულს ატარებს. კეიტი ჰომსთან განქორწინების შედეგ მსაიობი მარტოა. რაც შეეხება ჰეილის, ის ქმარს, მიმდინარე წლის დასაწყისში გაშორდა.