რუსეთში მოღვაწე ქართველმა მომღერალმა, ქეთა თოფურიამ „ინსტაგრამის“ ოფიციალურ გვერდზე ახალი ფოტოები გაავრცელა, საიდანაც ირკვევა, რომ მეუღლესთან ერთად მალდივებზე ისვენებს.
მომღერალი ბიზნესმენ ლევ დენგოვთან ერთად, კუნძულზე ზღაპრულ დროს ატარებს.
როგორც გამოქვეყნებულ ერთ-ერთ ვიდეოში ჩანს, ქეთა მეუღლეს ოცნება აუსრულა და ვარჯიშითაც აქტიურად დაკავდა.
ცნობისთვის, ქართველი მომღერალი ცოტა ხნის წინ მეორედ გახდა დედა. ლევს და ქეთას 21 იანვარს ვაჟი – ადამი ეყოლათ.
პირველი ქორწინებებიდან ქეთასაც და ლევსაც ჰყავთ შვილები. ქეთას გოგონა – ოლივია გეიხმანი, ხოლო ლევს – ქალ-ვაჟი.