საინფორმაციო სააგენტო „როიტერი“ (Reuters) ისრაელსა და ღაზას სექტორში გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს, რომლებზეც ორდღიანი ომის შედეგებია ასახული.
ფოტოები სააგენტოს ჟურნალისტებმა, მოვლენათა ეპიცენტრში გადაიღეს.





შეგახსენებთ, ისრაელის მთავრობა 100-ზე მეტ გაუჩინარებულ ადამიანს ეძებს. ღაზას სექტორიში კი დაღუპულთა რიცხვმა 400-ს მნიშვნელოვნად გადააჭარბა.
ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ ისრაელზე თავდასხმა 7 ოქტომბერს, 06:30 საათზე განახორციელა და ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა.
ისრაელმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე შეტევა დაიწყო.
ისრაელში ოფიციალურად გამოცხადდა საომარი მდგომარეობა
„შეტაკებების შედეგად ისრაელმა 400-ზე მეტი პალესტინელი მებრძოლი მოკლა“ – ისრაელის თავდაცვის ძალები
„სოლიდარობა ისრაელს!“ – თბილისის ანძა ისრაელის სახელმწიფო დროშის ფერებში განათდა