LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტოამბავი: რა ხდება დენდროლოგიურ პარკში და როგორია სინამდვილეში

1244
FORTUNA.GE (3)

შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი ალბათ ყველაზე გახმაურებული ადგილია ბოლო წლების საქართველოში და არც ისაა გამორიცხული, რომ არცერთ სხვა პარკის გახსნას არ მოყოლია ასეთი აჟიოტაჟი. მომხრეები და ოპოზიციური აზრი ერთმანეთს ორ განსხვავებულ გარეობაზე მიუთითებენ. ერთნი საოცარი ადგილის შექმნას უსვამენ ხაზს, მეორენი კი ქილიკობენ გადარგულ ხეებზე და იმ მოტიტვლებულ ადგილებზე ამახვილებენ ყურადღებას, საიდანაც წამოიღეს გიგანტური ხეები.

 

ასეა თუ ისე, ბიძინა ივანიშვილის თუ საქართველოს დენდროპარკი გაიხსნა და ფაქტია მას უამრავი დამთვალიერებელი ყავს. ადვილი სავარაუდოა, რომ წელს უცხოელი ტურისტები რომ ჩამოსულიყვნენ, შეკვეთილს ბევრად მეტი ვიზიტორი ეყოლებოდა. ხალხის ნაკლებობა არც ახლაა, თუმცა ძირითადად ქართველი დამთვალიერებლები სტუმრობენ და მათ შორის ბევრია ადგილობრივი მოსახლე, განსაკუთრებით ხანში შესული მოსახლეობა დასეირნობდა ინტერესით და სიამოვნებით. ბევრი მათგანი აშკარად საზეიმოდ გამოწყობილი მივიდა ბაღში, ასაკოვან მამაკაცებს პიჯაკები ეცვათ, ქალბატონებმა კი სავარაუდოდ გარდერობიდან საუკეთესო კაბები გადმოალაგეს და ისე ესტუმრნენ საზოგადო სივრცეს. დადიოდნენ, აკვირდებოდნენ, შთაბეჭდილებებს უზიარებდნენ ერთმანეთს, ხშირად ჩვეული გურული იუმორით…

მეორე კატეგორია კლასიკური ტურისტებია: შორტებით, მომარჯვებული ფოტოაპარატებით ან უფრო მეტად ტელეფონებით და ყოველი ბუჩქის ძირას ფოტოს გადაღების სურვილით…

მოლოდინი? ზოგს გაუმართლა, ზოგი მეტს ელოდა, ზოგს არ ეყო, თუმცა ის, რომ ასეთი პარკი ჩვენთან საქართველოშია, ეს ყველას მოსწონს.

მეტ ინტერესს იწვევს ვარდისფერი ფლამინგოები, განსაკუთრებულ მოწონებას იმსახურებს უზარმაზარი ბამბუკების კორომი… ჩერდებიან ყბადაღებულ გადმორგულ ხეებთან და თავისთვის კითხულობენ ეს ამხელა ხეები ყველა აქ მოაგროვა თუ საიდანმე ჩამოიტანეს…

უი ეს არის მაგნოლია, რამხელა ყოფილა – შემეცნებითი ხასიათის კითხვებიც ისმის და ინტერესით წაკითხულიც: გთხოვთ ფრინველებს საკვებს ნუ აჭმევთ – ამას მერჩივნა ის დაეწერათ რა ფრინველებია, ხმამაღლა ჩაილაპარაკა კილოზე ადგილობრივმა ქალბატონმა, რომელიც ახალი შემოსული იყო პარკში და ჯერ არ იცოდა, რომ ყველგან წერია რა მცენარეა ან რომელი ფრინველია… მიაგნებდა ამ განმარტებებსაც.

რა მცენარეები და ფრინველებია წარმოდგენილი ამის ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, მაგრამ მოკლედ აღვნიშნოთ, რომ საკოლექციო მცენარეებშია როგორც ადგილობრივი, ასევე შემოტანილი ჯიშები. აღსანიშნავია კავკასიური რცხილა და ცაცხვი, ბიჭვინთის ფიჭვი, კოლხური მუხა და სხვა.
ჰიმალაური და ლიბანური კედარი, იაპონური კამელია და კრიპტომერია, ამერიკული კატალპა, ბრაზილიური არაუკარია…

შეხვდებით და ხალხს მოსწონს დიდყვავილა მაგნოლია, კანფეტის ხე, ხეტიტა, ქაფურის და ცრუქაფურის ხეები, სხვადასხვაგვარი ევკალიპტები, ოსმანთუსები, კვიპაროზები და ა.შ.

პარკში ბინადრობენ:
წეროები, ყარყატები, იბისები, ფლამინგოები, ბატები, იხვები, გედები, ვარხვები, ფარშევანგები, თუთიყუშები… შვლის ნუკრი…

 

ჩვენი შეკვეთილი და ევროპის სხვა გამორჩეული დენდროლოგიური პარკები

 

ამაზეც უნდა ითქვას:
პარკის გაცნობა არც თუ სასიამოვნოდ იწყება. მიზეზი მარტივია – საცობი.
დენდროპარკის შესასვლელი სავალ გზასთან მდებარეობს. იმ ადგილზე კი ორმხრივი მოძრაობაა, თითო მიმართულებით მხოლოდ თითო ზოლია. ადვილი წარმოსადგენია რა ხდება იმ მონაკეთზე. ვისაც გაჩერება უნდა, სვლას ანელებს და დასაპარკინგებელ ადგილს ეძებს, ეს აფერხებს საერთო მოძრაობას, ასეთი კი უამრავი მანქანაა. პლუს ტრაილერები. ვინც უკვე დაათვალიერა, ის გზაზე გამოსვლისას აფერხებს მოძრაობას და ასე უსასრულოდ. მაგალითად, შაბათს საცობი დენდროპარკიდან იწყებოდა და ურეკის გადასახვევამდე გრძელდებოდა, ეს თუ გახსოვთ საკმაოდ დიდი მანძილია.
დენდროპარკთან მუდმივად მუშაობს საპატრულო პოლიცია და ყველანაირად ცდილობს გიჟური ტრაფიკის შეძლებისდაგვარად განტვირთვას.

 

გაითვალისწინეთ:
ორშაბათს და ხუთშაბათს დასვენებაა.
პარკი მუშაობას 9:00 საათიდან იწყებს და 19:00 საათამდეა ღია, ოღონდ ეს ზაფხულის პერიოდში, შემოდგომიდან კი 10:00-დან 18:00 საათამდე მიიღებს ვიზიტორებს, რომლებსაც ძალიან აინტერესებთ ამისთანა რა პარკი გაიშენა თავისთვის თუ გააშენა მთელი საქართველოსთვის იმ კაცმა…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g