ერთი დღე დარჩა მსურველებისთვის, National Geographic-ის კონკურსში – „მოგზაურის წლის საუკეთესო ფოტო“ მონაწილეობა მიიღონ, გამოცემის რედაქტორებმა კატეგორიიდან „ქალაქები“ რამდენიმე არაჩვეულებრივი ფოტო გამოაქვეყნეს.

კონკურსისთვის ფოტოების მიღება ხვალ, 30 ივნისს სრულდება, გამარჯვებულს 10 დღიანი დაუვიწყარი ექსპედიცია ელის.

ფოტოების სიმაღლიდან გადაღება პოპულარული თემა აღმოჩნდა.

აზიის ყველაზე მაღალი შენობის სახურავიდან, სამხრეთ კორეა, ბუსანი. ფოტოგრაფ ალბერტ დროსს რამდენიმე თვე დასჭირდა, მიეღო ნებართვა, შენობის სახურავზე ასულიყო. საჭირო გახდა, უსაფრთხოების საგანგებო ზომების მიღებაც.

 

“ნიუ-იორკის ნათება II” – გადაღებულია ქუინსიდან. ფოტო არის ტრილოგიის მეორე ნაწილი და ავტორი ლარს სივარსია.

 

“დედა პლატა ქალაქი”, ჰონგ-კონგი. შენობები ზემოდან, ღამით კომპიუტერულ სერვერებს ჰგავს, გზები კი – ამ სერვერების შემაერთებელ კაბელებს. ავტორი – ჰო ლამ ჩენგი.

 

“უუმანაქი,” პატარა კუნძული გრენლანდიაზე, სადაც 1200-მდე ადამიანი ცხოვრობს. ამბობენ, რომ აქედან გამგზავრების შემდეგ კუნძულზე გულის ნაწილს ტოვებ… ფოტოგრაფის თქმით, ეს მართალია. არაჩვეულებრივი ხედები ზღვაში მოცურავე აისბერგების და პატარა, ფერადი სახლები. ავტორი – რაიან ელზეინი.

 

“კითხვის დონეები”, ბიბლიოთეკა შტუტგარტში. ავტორი რობერტ ფრიცი.

 

“ელვა მთვარის შუქზე”, ავტორი კრისტოფერ მარკისზი, ფოტო გადაღებულია ნოი-იორკში, მანჰეტენზე.

 

“სავაჭრო ქუჩის ხმაურიანი ცხოვრება”, ინდოეთი, ბანგალორე. ავტორი ნიხილ რასივასია.

 

“ნისლი ჰონგ-კონგში”, ავტორი ედვარდ თინი.

 

“ალ აინი”, ახალი ქალაქი უდაბნოში. ავტორი ანდრჟეი ბოჩენსკი.

მსგავსი თემები