ფრანგმა მზარეულმა გოთიე ჰენმა, რომელიც საქართველოში 3 წელი იმყოფებოდა, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ინგლისურ-ქართულ-მეგრული სასაუბრო შექმნა. ამის შესახებ მან ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა. ჰენი მოხარულია, რომ გამოიცა მისი სახელმძღვანელო და სამომავლოდ თარგმანის ფრანგულ ენაზე გამოცემას გეგმავს.
“მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ გამოვიდა ჩემი პირველი წიგნი, სამენოვანი სასაუბრო. ხანგრძლივი მუშაობის შემდეგ პროექტი როგორც იქნა დასრულდა. წიგნი ხელმისაწვდომია “ამაზონზე”. მოგვიანებით ვგეგმავ ინგლისური ნაწილის ფრანგულად თარგმნასაც. მადლობა მეგობრებს დახმარებისთვის”, – წერს ჰენი.
რას ფიქრობენ უცხოელი ტურისტები საქართველოზე?! – ვიდეორგოლი დანიიდან
მას ფეისბუქ გვერდზე ბევრი ქართველი მეგობარი ჰყავს და როგორც თავად წერს, მისთვის ქართველ ხალხთან ურთიერთობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ჰენის სამომავლო გეგმებში შედის ასევე სვანური და აფხაზური ენების შესწავლაც.