LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფრიდონ ინჯია გომელაურს: ხომ არ გიფიქრიათ სასჯელის გამკაცრება იმ ადამიანებისთვის, ვინც დაუმორჩილებლობას უცხადებს პანდემიით გამოწვეულ შეზღუდვებს

130
დსსგფტჯფტჯი

ეს სამინისტრო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია ჩვენს მთავრობაში, რომლის თანამშრომლებს ჩვენ ვხედავთ ყოველდღიურად. ასევე, ისინი პირველები ხვდებიან ჩვენს ქვეყანაში ჩამოსულ სტუმრებს, – ამ განცხადების შემდეგ “ევროპელი სოციალისტების” წევრმა ფრიდონ ინჯიამ, პარლამენტში “მინისტრის საათის” ფარგლებში მისულ ვახტანგ გომელაურს რამდენიმე შეკითხვით მიმართა.

ინჯია მიიჩნევს, რომ დღეს დაუმორჩილებლობა გმირობად იქცა, ამიტომ შსს-ს მინისტრს მიმართა კითხვით, ფიქრობს თუ არა, რომ “იმ დესტრუქციული ძალების მიმართ, რომლებიც არღვევენ საზოგადოებრივ წესრიგს, ჯარიმის გადახდის ნაცვლად, სხვა ტიპის სამართლებრივი ქმედებები განხორციელდეს.

ფრიდონ ინჯიას ასევე აინტერესებს, ხომ არ იგეგმება კანონის გამკაცრება მედიასაშუალებების მიმართ, მისი თქმით, მედიასაშუალებები სიძულვილის ენით ტირაჟირებენ.

შეგახენებთ, რომ პარლამენტში შს მინისტრს, ვახტანგ გომელაურს ამ წუთებში უსმენენ.

შემცირებულია ყაჩაღობა, გამოძალვა, ბინების გაქურდვისა და მკვლელობის მცდელობა – გომელაური სამინისტროს მიღწევებზე საუბრობს

შსს “ქურდული სამყაროს” წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას აგრძელებს: ვახტანგ გომელაური

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g