LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფსევდოსიკეთე მგონია, როდესაც ამბობენ, არ გავანათოთ თბილისი და დაზოგილი თანხით გაჭირვებულ ბავშვებს დავეხმაროთო – გოგა ჩანადირი

506
BeFunky-collage

ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში საახალწლო განათებებთან დაკავშირებით საზოგადოების ნაწილისგან გამოთქმულ კრიტიკას ვრცელი პოსტით ეხმაურება.

ცნობისთვის, ფოტოგრაფმა გუშინ, რუსთაველის გამზირი გადაიღო, ფოტოები კი “ფეისბუქზე” განათავსა, რასაც მოქალაქეების მხრიდან მოყვა კრიტიკა.

რუსთაველის გამზირი საახალწლოდ განათდა - ფოტოები

ფოტოები სოციალურ ქსელში ვრცელდება

კერძოდ, ინტერნეტმომხარებელთა ნაწილი მიუთითებდა, რომ მაშინ როდესაც ქვეყანაში ასეთი გაჭირვებაა, საახალწლო ილუმინაციებში ბიუჯეტიდან თანხის დახარჯვა უადგილოა.

გთავაზობთ მის სტატუსს:

“გუშინ ფეისბუქის გვერდებზე საშობაო განათებით მორთული რუსთაველის ფოტოები დავდე.
კომენტარების ნაწილი ისეთია, ვფიქრობ, რომ მართლა ცუდ დღეში ვართ.

მაპატიეთ, მაგრამ ფსევდოსიკეთე მგონია, როდესაც ადამიანები ამბობენ, მოდით, არ გავანათოთ თბილისი და დაზოგილი თანხით გაჭირვებულ ბავშვებს დავეხმაროთო.

ჩასაფრებული მგონია ის ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ დიდი თანხა დაჯდა განათება ან ზედმეტად ბევრი ანთია.

შეიძლება, საახალწლო თემად გალაქტიკა არ მოგწონდეს და ცთომილებია თუ პლანეტები, დაიწუნო, მაგრამ ამის გამო, გაილანძღო, უბრალოდ, სხვა, მავნებლური მოტივაცია გაქვს.
პირადად მე რუსთაველის გამზირის გალაქტიკური გადაწყვეტა მომეწონა, ისევე, როგორც თავის დროზე მომწონდა უგულავა-ნარმანიას დროს გაფორმებული რუსთაველი.

ჩვენ, როცა ტურისტები უნდა მოვიზიდოთ და თბილისს მსოფლიო მნიშვნელობის საშობაო ქალაქის სტატუსი მოვაპოვრბინოთ, დიახ, ქალაქი საუკეთესოდ უნდა გაფორმდეს. დიახ, ამაში ფული უნდა დაიხარჯოს, რადგან ბევრი ტურისტი და დადებითი სახელი უფრო მეტი ფულის შემომტანია. ასევე ქმნის მეტ სამუშაო ადგილს.

საახალწლო განათების ფულით გაჭირვებულებს დავეხმაროთო, რომ ამბობთ, იმაზე თუ გიფიქრიათ, ასე რამდენ ბავშვს წაართმევთ ახალ წელს?

გაჭირვებულ ბავშვებს, მოდი, ბიუროკრატიის შემცირებით დავეხმაროთ, ყოველთვე აღებული ხელფასის პროცენტით დავეხმაროთ, პირადი ზრუნვით დავეხმაროთ. აიყვანეთ პირად

მფარველობაში თითო გაჭირვებული ბავშვი მაინც და ნუ იფიქრებთ სხვებისთვის ახალი წლის წართმევაზე.

წინასაახალწლოდ მაინც ნუ დაიბოღმებით, უარყოფითი განწყობით მაინც ნუ დათრგუნავთ საზოგადოებას.

გავიღიმოთ და დადებითი განწყობითა და იმედით შევხვდეთ მომავალ წელს, მიუხედავად იმისა, რომ ეს წელი მართლა რთული, მძიმე და მტკივნეული იყო.”

ლუკა სირაძის გარდაცვალების გამო, ქუთაისში ნაძვის ხეს აღარ გაანათებენ

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები