LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სირცხვილია უსინდისოდ და უსამართლოდ ფულის კეთება, ოჯახები ღირსეულად ცხოვრებას ვერ ახერხებენ“ – გოგა ჩანადირი

3987
0

ქართველი ფოტოხელოვანი და სამოქალაქო აქტივისტი, გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და განმარტავს: რატომ არის საქართველოში პროდუქცია ევროპასთან შედარებით ძვირი.

„ჩემი დაკვირვებით საქართველოში ძალიან დამახინჯებულია საფასო პოლიტიკა და არ შეესაბამება შემოსავლებს, გადასახადებს, დოლარი–ევროს კურსს იმის მიუხედავად, რომ წლებია იმპორტი – ექსპოტს ნახევარზე მეტად აჭარბებს.

ეს ეხება როგორც სასურსათო ფასებს, ისე მომსახურებას, უძრავი ქონების ქირა-იჯარას, ინტერნეტს, ტრანსპორტს,  სამშენებლო მასალებს, სარესტორნო საქმეს, მკურნალობასა და მედიკამენტებს, დაზღვევას, ტანსაცმელსა და ასე შემდეგ.

ოჯახები ვერ ახერხებენ ღირსეულად ცხოვრებას.

პირადად შევადარე არაერთი საკვებისა და ტანსაცმლის ფასი უცხოეთსა და საქართველოში, მაგალითად მოვიყვან თურქეთსა და გერმანიას და ჩვენთვის შეუფერებლად დიდი სხვაობაა.

ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ფასები გარიგებულია სექტორის მოთამაშეებთან და სიიაფე მხოლოდ თვალთმაქცური კომერციული აქციებით ( ვითომ ფასდაკლება, პაკეტები, ქულების დაგროვება, საფირმო ბარათების შემოღება და ა.შ.) არის შენიღბული.

ყველაზე საინტერესო ის არის, რომ მომხმარებელი საკმარისად არ არის დაცული სახელმწიფოსგან და გამკლავება უჭირს ველურ, მონოპოლიურად განწყობილ საბაზრო კანონებთან.

ჩემი დაკვირვებით საქართველოში ძალიან დამახინჯებულია საფასო პოლიტიკა და არ შეესაბამება შემოსავლებს, გადასახადებს,…

Posted by გოგა ჩანადირი on პარასკევი, 29 სექტემბერი, 2023

ბაზარი ფასებს მხოლოდ მაშინ არეგულირებს, როცა ქცევა სამართლიანია.

ეს ქცევა კი, არც შემოსავლებს შეესაბამება, არც ეკონომიკის განავითარებს.

სირცხვილია უსინდისოდ და უსამართლოდ ფულის კეთება,“ – წერს გოგა ჩანადირი „ფეისბუკზე.“

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები