LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფშავში მეწყერმა, სავარაუდოდ, უცხოელი ტურისტი გაიტაცა – მას მაშველები ეძებენ

327
BeFunky-collage (7)

ფშავში, ჩარგლის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთი ადამიანი მეწყერში მოყვა.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებში ჩანს, თუ როგორ ჩამოდის მთიდან მიწისა და ხის მასა, რომელშიც ერთი პირი მოყვა.

როგორც “ფორტუნას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ამ დროისთვის მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები.

გავრცელებული ინფორმაციით, პირი, რომელიც მეწყერმა გაიტაცა, უცხოელი ტურისტია.

სამძებრო-სამაშველო სამუშაოები შეტყობინების შესვლისთანავე დაიწყო და უწყვეტ რეჟიმში გრძელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები