„მომავლის ფსიქიატრები შეისწავლიან: როგორ დაიწყო რუსეთმა ისტორიის სისხლიანი ფურცლებისა და ნაცისტების ყოველი ნაბიჯის ხელახლა შექმნა“,– ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ წერს.
როგორც პოდოლიაკი აღნიშნავს, რუსეთს ტრიბუნალი ემუქრება.
„დილის 4:30 საათზე ბომბები ჩამოყარა. სიტყვა „ომის“ გამოყენება აკრძალა. აგრესიაში სხვა ქვეყნები დაადანაშაულა. მომავლის ფსიქიატრები შეისწავლიან: როგორ დაიწყო რუსეთმა, რომელიც წლების განმავლობაში აშენებდა „მეორე მსოფლიო ომის“ კულტს, ისტორიის სისხლიანი ფურცლებისა და ნაცისტების ყოველი ნაბიჯის ხელახლა შექმნა. ბოლო თავის სახელწოდება ცნობილია – ტრიბუნალი.“– წერს მიხაილო პოდოლიაკი.
Bombed at 4:30AM. Banned the word “war”. Blamed other countries for aggression. Psychiatrists of the future will examine: how after building the WWII cult for years, ?? began to recreate bloody pages of the history and Nazis’ each step. The last chapter’s name is known – tribunal
— Михайло Подоляк (@Podolyak_M) June 22, 2022
