LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ფსიქიკური ჯანმრთელობა დიდი პრობლემაა და სამწუხაროდ, მისი მოგვარება ჩვენი ქვეყნისთვის პრიორიტეტი არ არის”

1229
20170116051034834313836-photo

ნანიკო ხაზარაძე ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანებზე და ქვეყანაში ასეთი ადამიანების მიმართ დამოკიდებულებაზე საუბრობს.

როგორც მან „თბილისელებთან“ ინტერვიუში განაცხადა, საჭიროა ასეთ ადამიანებს და მკურნალობას მეტი ყურადღება მიექცეს.

ხაზარაძეს მაგალითად მოჰყავს სხვადასხვა დიაგნოზის მქონე ადამიანები, რომლებიც ადრე სახლში ჰყავდათ გამოკეტილები, ახლა კი ცნობიერების ამაღლებასთან ერთად, ისინი ნელ-ნელა გარეთ გამოვიდნენ.

„ფსიქიკური ჯანმრთელობა დიდი პრობლემაა და სამწუხაროდ, მისი მოგვარება ჩვენი ქვეყნისთვის პრიორიტეტი არ არის. ნამდვილად საჭიროა, რომ მას მეტი ყურადღება მიექცეს. ამ თემაზე ძალიან ხშირად ვსაუბრობ, ყველგან, სადაც საშუალება მომეცემა, რადგან ძალიან მისახედია.

იყო დრო, როცა კონკრეტული დიაგნოზის მქონე ადამიანები სახლში ჰყავდათ გამოკეტილი და ჩვენ არც კი ვიცოდით, თუკი არსებობდა დაუნის სინდრომი, არ ვიცოდით აუტისტური სპექტრის შესახებ, რომელიც თურმე, ძალიან ფართოა. დროთა განმავლობაში დავიწყეთ ამაზე საუბარი, გაიხსნა კარი და ხალხი გარეთ გამოვიდა. ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებითაც, ალბათ, იგივე ეტაპებია გასავლელი. უნდა გავიგოთ, რომ ეს არაა სასიკვდილო განაჩენი და ამ მდგომარეობაში მყოფი ადამიანები სახლში გამოსაკეტები არ არიან,“ – აცხადებს ნანიკო ხაზარაძე,

ხაზარაძე ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანებს რჩევებსაც აძლევს:

„არის შემთხვევა, როცა შეგიძლია, საკუთარ თავს უშველო და შემთხვევა, როცა, ამის გაკეთება დამოუკიდებლად არ შეგიძლია და პროფესიონალის ჩარევაა საჭირო. ჯობს, რჩევები მე არ მივცე და ეს პროფესიონალმა გააკეთოს. თან, დღეს ინტერნეტის ერაში ვცხოვრობთ და ძალიან ბევრი, ჩემზე ბევრად კომპეტენტური ადამიანისგანაა შესაძლებელი ინფორმაციის მიღება ამ დაავადების სიმპტომებზეც, განკურნების გზებზეც და საერთოდ, ყველაფერზე. თუმცა, ჩვენს ქვეყანაში ფუფუნებაა ექიმთან კონსულტაცია და მერე მკურნალობა. მიდით, აბა, დაზღვევის გარეშე ქირურგთან და ყველაზე ბანალური – ბრმა ნაწლავი ამოიჭრით. ვიღაც იმიტომ ვერ მიდის ფსიქიატრთან, რომ რცხვენია, სხვას, შეიძლება, სულ არ რცხვენია, მაგრამ იმდენად ძვირია, რომ ამდენი შესაძლებლობა არ გააჩნია“.

შეგახსენებთ, ხაზარაძემ ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ფსიქიატრთან საკმაოდ დიდხანს დადიოდა.

„ჩემი მკურნალობა ფსიქიარტთან დიდი ხანი გაგრძელდა. მთავარია აღიარო, რომ დახმარება გჭირდება და დანარჩენს ექიმი მიხედავს. ჩვენს ქვეყანაში ფსიქიატრია არ არის პრიორიტეტი. ფსიქიატრია დღეს ფუფუნებაა! მკურნალობა სირცხვილი არ არის!!!“ რასაც ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები