LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ნანიკო ხაზარაძე მამის დაავადებისა და მდგომარების შესახებ: „ვიდეოს ყურებისას, ბევრი შეიტანს ეჭვს მამას დიაგნოზში… ახლა გაცილებით ცუდად არის…“

793
ნანიკო ხაზარაძე

„იმედი“ გვთავაზობს სიუჟეტს ალცჰაიმერის დაავადების შესახებ – დაავადება ნანიკო ხაზარაძისა და მისი მამის მაგალითზეა განხილული.

ნანიკო სიუჟეტს გვიზიარებს და წერს, რომ დემენციის თემაზე ძალიან ხშირად იღებს წერილებს:

„ათი ზარი და ასი წერილი დღეში…

თემა – დემენცია…

თუკი მართლა გაინტერესებთ ალცჰაიმერი, დემენცია, მკურნალობა, მოვლა, მედიკამენტი და ა შ, უყურეთ ბოლომდე !

დიდი მადლობა მარიამ ოშხნელს ამ რეპორტაჟისთვის.

ვიდეოს ყურებისას ბევრი შეიტანს ეჭვს მამას დიაგნოზში.

ეს ყველაფერი სწორი მოვლით მიიღწევა.

ახლა გაცილებით ცუდად არის…“

ნანიკო ხაზარაზე სიუჟეტში აღნიშნავს, რომ მამა ძალიან განათლებული ადამიანია და ბოლო წუთამდე, სანამ დემენცია დაემართებოდა, ლექციებს კითხულობდა: „ძალიან განათლებული ადამიანია… უცებ ვხედავ, როგორ იშლება. რაღაცები ცვივა მისი ტვინიდან და აღარ არსებობს. ერთადერთი, რაც არ ამოვარდა მისი ტვინიდან, ცოდნაა…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები