LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფუ, რა სუნია: ვინ მოწამლა ჰაერი პარლამენტში – ბრალი ოპოზიციას ედება

705
hhhhhh

პარლამენტის სესიის დაწყებიდან რამდენიმე წუთში დეპუტატების ევაკუაცია გახდა საჭირო. საპარლამენტო დარბაზში მძაფრი სუნი დადგა, რის შედეგად უმრავლესობის დეპუტატი ენძელა მაჭავარიანი შეუძლოდ გახდა. სესიის მონაწილეების გაყვანის შემდეგ ადგილზე გამოიძახეს სასწრაფო-სამაშველო სამსახური და უმრავლესობის დეპუტატის თამარ წილოსანის თქმით, საქმეში საგამოძიებო სტრუქტურებიც ჩაერთვებიან.

ტექნიკური შესვენების გამოცხადების შემდეგ დეპუტატებმა სხვადასხვა განცხადებები გააკეთეს. უმრავლესობამ  აღნიშნულ შემთხვევაში ოპოზიციონერი პარლამენტარები ირმა ნადირაშვილი და ლელა ქებურია დაადანაშაულეს.

თამარ წილოსანის განმარტებით, ეს არის “ნაციონალური მოძრაობის” ნამდვილი სახე.

ნუკრი ქანთარია ამბობს, რომ ენძელა ალერგიულია და მასზე სუნმა ამიტომ იმოქმედა განსაკუთრებით უარყოფითად.

 

ნატო ჩხეიძემ ვერ გავიგე ვერაფერი, მაგრამ რადგან ქალებს გვირჩიეს დაგვეტოვებინა დარბაზი, მეც მიმართვას მივყევიო.

გია გაჩეჩილაძემ ფაქტს “ტერორისტული აქტი” უწოდა და თუმცა ვინ იყვნენ ის ორი დეპუტატი გვარებს ვერ იხსენებდა, ამტკიცებს, რომ მათი მოწყობილია.

პარლამენტის ვიცე სპიკერის გია ვოლკსის განცხადებით, ოპოზიციის წარმომადგენლებმა აქცია-პერფორმანსი გამართეს და დარბაზში სუნი დააყენეს.

                                უმრავლესობის დეპუტატი სვეტლანა კუდბა

 

„არ ვიცი მათგან მოდიოდა სუნი თუ ამ ნივთიერებიდან, არაფერი მომწამლავი არ არის. ჰაერი გაიწმინდა მას შემდეგ, რაც ირმა ნადირაშვილმა დარბაზი დატოვა“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

ეკა ბესელიამ კი განაცხადა, რომ აღნიშნულ დარბაზში უფრო მძიმე უკანონონის სუნი დგას, ვიდრე ეს ნივთიერებააო.

ვინ მოწამლა ჰაერი ამას შესაბამისი სამსახურები დაადგენენ, მანამდე კი დეპუტატები ჯერ კიდევ ტექნიკურ შესვენებაზე იმყოფებიან და სხდომის განახლებას ელოდებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები