ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, მნიშვნელოვანია აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვებთან დაკავშირებული პროცესი კონსტრუქციულ სამუშაო რეჟიმს დაუბრუნდეს.
გაბუნიამ კომენტარი გააკეთა იმ ექიმებთან დაკავშირებითაც, რომლებიც გუშინ სოლიდარობის აქციას შეუერთდნენ:
„ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ პროცესი დაუბრუნდეს კონსტრუქციულ სამუშაო რეჟიმს და ამით მოვახერხებთ მაქსიმალურად სწრაფად გადავწყვიტოთ ის პრობლემები, რაც ბავშვებს მრავლობითი მიმართულებით შეიძლება ჰქონდეთ.
ხაზარაძის 100 000-ს აზრი მაშინ ექნება, თუ ფონდს მთავრობა შექმნის – რას წერს აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე მოზარდის მშობელი
მამუკა ხაზარაძემ ინიციატივის შესახებ განაცხადა - აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების გადასარჩენად სპეციალური ფონდი შეიქმნას. ხაზარაძემ პოსტის კომენტარში აღნიშნა, რომ მისგან პირველი შენატანი 100 000 ლარი იქნება.
ჯანდაცვის სამინისტრო არის მზად გამოყოს შესაფერისი დაფინანსება როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე უცხოეთში მკურნალობისთვის, ეს შეეხება რეაბილიტაციის სერვისს, ფსიქოლოგიურ დახმარებას, სოციალური ხელშეწყობის ნაწილს და ასევე ნებისმიერ სხვა პრობლემას, რაც ბავშვებს შეიძლება ჰქონდეთ.
სოლიდარობა ამ შემთხვევაში, განსაკუთრებით ექიმების მხრიდან, უფრო გასაგები იქნება, თუ ისინი შემოუერთდებიან კონსტრუქციულ სამუშაო პროცესს, რომელიც მიმართულია ერთიანი პროტოკოლის, ასევე ყველა იმ ობიექტური საფუძვლის მოკვლევისთვის, რაც ჩვენ გვჭირდება, რომ სწრაფად დავიწყოთ ქვეყანაში მედიკამენტის გამოყენება.“ – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
ცნობისთვის, აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლებმა მთავრობის კანცელარიასთან უკვე ექვსი ღამე გაათენეს. ისინი კვლავ მთავრობის ადმინისტრაციასთან რჩებიან და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას ითხოვენ.