LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაბუნია: ვირუსული ინფექციების გავრცელება კლებისკენ მიდის

315
თამარ გაბუნია

დღეს, ვირუსული ინფექციების გავრცელება კლებისკენ მიდის. ეს კლინიკურ სექტორსაც ეტყობა. დეკემბერში, კიდევ უფრო დასტაბილურდება ვითარება. მნიშვნელოვნად შემცირდა რესპირაციულ-სენციტიური ვირუსის გავრცელებაც, რომელმაც 0-2 წლამდე ასაკის ბავშვებში, შესაძლოა, გამოიწვიოს გართულება, ბრონქიოლიტის სახით, – აღნიშნა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ.

გაბუნიას განცხადებით, „კოვიდ 19“-ის წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებები ერთგვარი დამცავი აღმოჩნდა გრიპისა და გრიპის მაგვარი ვირუსებისგანაც, ამან, თავის მხრივ, იმუნიტეტის ჩავარდნა გამოიწვია.

„წელს სეზონური ვირუსების ცირკულაციას ჩვენი ორგანიზმი მოუმზადებელი შეხვდა და ის ტალღაც უფრო ადრე გამოვლინდა, რომელიც სხვა დროს, დეკემბრის ბოლოს იწყება ხოლმე.

დღეს ძირითადად ცირკულირებს ადენოვირუსი, არის გრიპის ვირუსებიც, რომელიც ყოველთვის არსებობდა. თუმცა, ისევ და ისევ შესუსტებული იმუნიტეტიდან გამომდინარე, შესაძლოა, კლინიკური მიმდინარეობა უფრო მკაფიო იყოს, ვიდრე სხვა დროს, სხვა შემთხვევაში იქნებოდა“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

მინისტრის მოადგილის თქმით, ამ პერიოდში, ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებს, მეტი ყურადღება და სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ, რომ ძირითადი დაავადება, თანმხლებმა ვირუსებმა არ გაართულოს.

„ამასთან, ზოგადად, ყველასთვის მნიშვნელოვანია პრევენციული ღონისძიებები, მაგალითად, დისტანციის დაცვა, პირბადის ტარება. თუ ბავშვი თავს შეუძლოდ გრძნობს და ვირუსის, თუნდაც, მინიმალური სიმპტომები აქვს, ტემპერატურაც რომ არ აღენიშნებოდეს, უმჯობესია, არ გავუშვათ სკოლასა და ბაღში“, – აცხადებს თამარ გაბუნია.

მისივე განცხადებით, ვირუსების პრევენციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ვაქცინაცია, რომელიც 6 თვის ასაკიდან, ნებისმიერი მსურველისთვის უფასოა. აღსანიშნავია, რომ დღეს, სეზონური ვირუსების საწინააღმდეგო 4-კომპონენტიანი ვაქცინა ხელმისაწვდომია მთელი ქვეყნის მასშტაბით.

ეს კითხვა ბევრს აწუხებს: გიორგი ღოღობერიძის 10 მარტივი რჩევა ვირუსებთან საბრძოლველად

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები